x
image
lady.ge
როგორ მოვუაროთ მელირებულ თმას

imageთმის მელირება, ეს საკმაოდ შრომატევადი, არცთუ იაფი და რთული პროცესია, როგორც თქვენი პარიკმახერისთვის ისე თქვენი თმებისთვის, თუმცა შედეგი რომელსაც მის მერე ვიღებთ, ნამდვილად ღირს ლოდინად და მოთმიენებად. ამ პროცედურის პლუსი, ჩვეულებრივ ქერად შეღებვასთან შედარებით, ისაა რომ მელირების დროს უშუალოდ თმის ძირები არ ზიანდება, აქედან გამომდინარე, თუ მელირებას გაიკეთებთ "ქერათმიანის იმიჯის" ეფექტს გაცილებით ნაკლები ზიანის ხარჯზე მიიღებთ, თუმცა თმის ის ნაწილი, რომელიც მელირების დროს ზიანდება გამოღიავების შედეგად, მაინც განსაკუთრებულ მოვლას და დამუშავებას მოითხოვს, რათა მელირების შემდეგ თქვენმა ვარცხნილობამ ძველებურად ჯანსაღი იერი და ელვარება შეინარჩუნოს. imageპირველი, რაც უნდა გააკეთოთ მელირების შემდეგ, შესაბამისი შამპუნის და კონდენციონერის შერჩევაა. აუცილებლად და გულდასმით წაიკითხეთ ანოტაია თმის მოვლის საშუალებების ეტიკეტზე. იქ მითითებული უნდა იყოს, რომ შამპუნი მელირებული და შეღებილი თმისთვისაა განკუთვნილი. ასეთივე გულდასმით გაეცანით კონდენციონერის ანოტაციას და სასურველია პერიოდულად თმის ნიღაბიც გამოიყენოთ, რათა თქვენმა თმამ ლამაზი იერი შეინარჩუნოს გაღიავების შემდეგ. მელირებული თმებისთვის დამატებითი სიჯანსაღის მისანიჭებლად, შეგიძლიათ პერიოდულად ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ნიღბებიც გამოიყენოთ. საამისოდ აურიეთ ერთმანეთში სხვადასხვა ხილის წვენი, მაგალითად კივის, ლინმნის ან ნებისმიერი ციტრუსის წვენი გაძარით თაფლში და ეს მასა შეიზილეთ თმებში დაბანამდე 15-20 წუთის მანძილზე. შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი აღადგენს თმების სტრუქტურას და კვებავს მას. imageამას გარდა, აუცილებელია რომ დაბანისთანავე არ შეუდგეთ თმების თმის საშრობით ვარცხნის პროცესს. მელირებულ თმას რამოდენიმე წუთი შეშრობა აცალეთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ ვარცხნილობის შექმნა.

1
1389
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1389
  
2012, 18 მაისი, 16:05
საუკეთესო ნიღაბი თმისთვის თაფლის,კვერცხის,აბუსალათინის,(შეიძლება თალგამის ან ზეითუნის) ზეტის და მაიონეზის ნარევია.გაიჩერეთ 3 საათი თავზე,პერიოდულად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.ეს ორ-სამ კვირაში ერთხელ უნდა გააკეთოთ.არაჩვეულებრივია ყველა ტიპის კანისვის.ცხიმიანი კანის და თმის შემთხვევაში შეგიძლით დაამატოთ მეოთხედი ლიმონის წვენი
0 1 1