x
image
natia.a
"სახელმწიფო 5 წლის ბავშვებს ეკაიფება"


image"ახალი კანონის არსში ჯერ ბოლომდე ვერ გავედი, მაგრამ როგორც ირკვევა, ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იმ მოსწავლეებს, რომლებიც 15 სექტემბერს 6 წლისანი არ იქნებიან, სახელმწიფო სკოლაში არ მიიღებს და სთავაზობს, გაისადაც ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იგივე პროგრამა გაიარონ, ოღონდ თავისზე უმცროსებთან ერთად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო 5 წლის ბავშვებს ეკაიფება?", - წერს იუმორისტი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვრა 6 წლით. ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვრა გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.

0
204
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0