საზოგადოება იაპონელი ბორტგამცილებლები პროსტიტუციით არიან დაკავებულნი დაბალი ხელფასის გამო 2015, 27 იანვარი, 11:11 30 წლის იაპონელმა სტიუარტმა ქალმა პრესას მოუთხრო, რომ მის კოლეგებს დაბალი ხელფასის გამო დამატებითი შემოსავლის წყაროდ მეძავობა აქვთ გადაქცეული.მათ ჯგუფი"მეძავთა წრეც" კი შექმნეს.
მართლაც, იაპონელი ბორტგამცილებელების ხელფასი 2004 წლიდან 2013 წლამდე 42 000$-იდან 33 000$ -მდე დაეცა წელიწადში. ზოგიერთი სტიუარტი ქალი, დამატებითი შემოსავალი რომ მიიღოს, პილოტებს სექსუალურ მომსახურეობას სთავაზობს. 90 წუთიან მომსახურეობაში ისინი 420-იდან 680-მდე დოლარს იღებენ. ერთ-ერთმა სტიუარტმა ქალმა განაცხადა, რომ იმ გოგონებს, რომლებსაც სურთ პროსტიტუციით იშოვონ დამატებითი შემოსავალი ტელეფონის ნომერს აძლევენ უფროს სტიუარტ ქალს, რომელიც სუტენიორის როლში გამოდის. გაფრენის წინა შემოწმების დროს პილოტები ჟესტებით ანიშნებენ გოგონებს, რა თანხის გადამხდელები არიან.ოთხი თითი ნიშნავს 40 000 იენს სასტუმროში მთელი ღამე. იმ ბორტგამცილებლებში ნაკლებს იხდიან, რომლებიც 30 წელს არიან გადაცილებულები. როგორც ცნობილი გახდა, "სტიუარტი მამაშა" უკვე გაანთავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა ავიაკომპანიაში მაინც არიან "მეძავთა წრის"გოგონები რომლებიც განაგრძობენ უწინდელ საქმიანობას. მეტიც, იაპონური პრესის ინფორმაციით, გოგონები ღამის კლუბებშიც დაიარებიან და იქ შოულობენ ფულს. 85 5-ს მოსწონს
|