საქართველო საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს 2015, 26 იანვარი, 14:54 როგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე უკვე დაასახელა, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ვახტანგ გომელაური, რომელიც შსს-ში 2013 წლიდან მუშაობს და ბოლო თვეებში იყო ალექსანდრე ჭიაკიძის პირველი მოადგილე. ასევე აღსანიშნავია, რომ გომელაური ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსია. 13 2-ს მოსწონს
|