საქართველო სკანდალი მაესტროს ეთერში - კობა დავითაშვილისა და სერგო რატიანის დებატი ჩხუბში გადაიზარდა 2013, 14 თებერვალი, 0:54 პირდაპირ ეთერში გასულ პოლიტიკურ დებატს უკვე ერთმანეთის მისამართით შეურაცხყოფა მოჰყვა, ოპონენტებმა ვეღარ დამალეს თავიანთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი და წამყვანის არა ერთი მოწოდებისა და თხოვნის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს საკუთარი ემოციების კონტროლი.საბოლოოდ სერგო რატიანმა მინის ჭიქა დაამსხვრია, რის შემდეგაც დავითაშვილი მისი მიმართულებით წავიდა და ორივე ერთმანეთს შეეჭიდა, სწორედ ამ დროს ჩაერიენ გადამღები ჯგუფის წევრები და ისინი დროულად გააშველეს ერთმანეთს. ტელეეთერი, რასაკვირველია, ჩაიშალა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. 102 2-ს მოსწონს
|