საქართველო მიხეილ სააკაშვილი - "ის ვინც დღეს ოპოზიციაშია,შესაძლოა ხვალ მთავრობაში მოვიდეს" 2012, 21 ოქტომბერი, 14:10 მოგეხსენებათ დღეს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.არ ვიცი თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ დღეს მიშას აშკარად აკლდა ჩვეული თავდაჯერებულობა.მას საუბრისას ხმაც კი ჩაუწყდა და წყალი დალია, რომ სიტყვა გაეგრძელებინა.შესაძლოა სულაც ვაზვიადებდე, თუმცა აქამდე ყოველთვის ბევრად უფრო ენერგიული და მტკიცე გამოსვლები ჰქონდა.მან განაცხადა რომ აზრთა სხვადასხვაობა ისევ გაგრძელდება, თუმცა ეს ნორმალურია პარლამენტის სწორი ფუნქციონირებისთვის და მხარეები ერთმანეთის მტრები არ არიან, პირიქით, ეს უკეთესიც იქნება სწორ გადაწყვეტილებათა მისაღებად, რის დასადასტურებლადაც მან მონტესკიეს სიტყვებიც კი მოიშველია.პრეზიდენტის სიტყვა არც ისე ვრცელი იყო, თუმცა ყველაზე საინტერესოდ რაც მიმაჩნია მისი ფრაზაა:"გუშინდელი ოპოზიცია დღეს მთავრობაში ხართ, ის ვინც დღეს ოპოზიციაშია, შესაძლოა ხვალ მთავრობაში მოვიდეს, თქვენ წარმოიდგინეთ". კადრი ცოტათი გვიან გადავიდა ივანიშვილზე, თუმცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ამ სიტყვებზე პრემიერ-მინისტრს აშკარად გაეღიმა. გვაპატიე მიშა, მოგვწონს შენი ოპტიმიზმი, მაგრამ დღევანდელი ოპოზიცია ხვალინდელ მთავრობაში ნამდვილად ვერ წარმოგვიდგენია, თქვენ რას იტყვით? 293 3-ს მოსწონს
|