x
image
L.C.
ადვოკატი დათა ახალაიას დაპატიმრებაზე საუბრობს

image"კატეგორიულად ვაცხადებ, სასამართლოს განჩინება გახლავთ უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი" - განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელმაც დეტალურად დაასაბუთა თავისი ნათქვამი და სასამართლოს პროცესუალური ნორმების დარღვევასა და არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი - "მოსამართლემ არ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებზე და მათზე მსჯელობისგან თავის არიდების მიზნით, განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა არსებითი საპროცესო დარღვევების შესახებ, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა და ცდილობდა სასამართლოს ყურადღების მიპყრობას".მისივე თქმით, ბრალდების მხარემ ვერ გასცა პასუხი ადვოკატის მიერ დასმულ შეკითხვებსაც.ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თურმე დათა ახალაიას საერთოდ არასწორად აქვს წაყენებული ბრალდება - "ბრალდების მიერ აღნიშნული ქმედება წარმოდგენილია იმ ფაქტობრივ გარემოებად, თითქოს დავით ახალაიამ პოლიციელი სცემა თავის კაბინეტში - ამ უკანასკნელის მიერ რესტორანში ყოფნისას მანდილოსნის შეურაცხყოფის გამო. ცხადია, ასეთი ფაქტობრივი გარემოება ვერ დაკვალიფიცირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად და სახეზეა ფიზიკური დაპირისპირება პირადი მოტივით, რასაც კავშირი არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან".მან ეჭვქვეშ დააყენა მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც ბრალდების საფუძველს არ იძლევა.გარდა ამისა, დამცველმა ისაუბრა მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის განცხადებაზეც, რომელმაც, მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია და უბიძგა მას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისკენ.

რამდენად სწორია ირაკლი ზაქარეიშვილის მსჯელობა, თავად მკითხველმა გადაწყვიტოს, თუმცა მსურს ჩემი აზრიც გამოვთქვა - ჯერ ერთი, გაუგებარია რატომ არ იძლევა სამი პირის ჩვენება ბრალდების საფუძველს (თანაც, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგ სამ პირს კიდევ უამრავი ეგეთი სამი პირი დაემატება...).მეორე, რაღაც საეჭვოა, პროკურორს ვერცერთ შეკითხვაზე ვერ გაეცა პასუხი და ბრალი ვერაფრით დაესაბუთებინა (აბა, საწყალი პროკურორი!) და მესამე, როცა "პირადი შელაპარაკება" რესტორანში ხდება, ადამიანს თანამდებობის პირის კაბინეტში არ სცემენ.ასე რომ დასკვნები თავად გააკეთეთ.

2
72
5-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
72
  
2012, 7 დეკემბერი, 17:08
რად უნდა მაგას ადვოკატი? და სხვა მტკიცებულებები? მაგის დანაშაული ადამიანმა ვერ მიხვდეს და დაინახოს, ის ბრმა და ჩლუნგი უნდა იყოს. (უკაცრავად და)
2012, 7 დეკემბერი, 10:20
ისე სირცვილი იმისი ვინც ამათი ადვოკატი იქნება.. კაცის მკვლელს ადვოკატი არ ჭირდება.
0 1 2