x
image
worldsport.ge
ბეილი: "რონალდუს გარეშეც შეგვიძლია თამაშის მოგება"

imageმადრიდის "რეალის" უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა, შაბათს "კორდობასთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში თამაში შეაფასა და რონალდუს თემასაც შეეხო.
"ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გამოვდივართ, რადგან ვიბრძვით ჩემპიონობისთვის, გუშინდელი შეხვედრა რთული აღმოჩნდა, იყო უხეში და არასანახაობრივი, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ყველა თამაშს ადვილად ვერ მოვიგებთ. რაც შეეხება რონალდუს მიერ ჩადენილ საქციელს, მსგავსი რაღაცები ფეხბურთში ხშირია და ამაზე ფიქრის დრო არაა, ჩვენ მის გარეშეც შეგვიძლია თამაშის მოგება."- განაცხადა ბეილმა
მადრიდის "რეალს" სწორედ უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა, მოუტანა სამი ქულა. მან მატჩის 89 წუთზე მოახერხა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლის გატანა და მატჩში საბოლოო ანგარიში (2:1) დააფიქსირა. ბეილს მიმდინარე პრიმერადივიზიონის გათამაშებაში 16 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 10 გატანილი გოლი უგროვდება.

თორნიკე ზეიკიძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0