x
image
L.C.
ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა

უახლესი ინფორმაციით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. მინისტრის განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი ის მორალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც იგი ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განიცდის. უცვლელად გთავაზობთ ჭიკაიძის განცხადებას:

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.
გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.image

0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0