ქალი და მამაკაცი არც ირინა შეიკი გახლავთ გულხელდაკრეფილი-რუსმა მოდელმა ჰოლივუდის ვარსკვლავთან გააბა რომანი 2015, 23 იანვარი, 11:30 ევროპული საინფორმაციო წყაროები დარწმუნებულები არიან, რომ კრიშტიანუ რონალდუს და ირინა შეიკის 5 წლიანი რომანტიული ურთიერთობა დაანგრია მსახიობმა დუეინ ჯონსონმა, რომელიც მთვარი როლის შემსრულებელი და ირინას პარტნიორი იყო ფილმში "ჰერაკლე"(2014)
თუმცა ამერიკული პრესა, რომელიც უფრო ახლოა ჰოლივუდთან ჯერჯერობით თავს იკავებს და ნაჩქარევი დასკვნა არ გამოაქვს. როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება, ფილმის გადაღებების დროს ჯონსონზე ირინამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საპასუხო გრძნობით მაშინ რუსმა მოდელმა ვერ უპასუხა, რადგან იგი რონალდუსთან ერთად ცხოვრობდა. ახლა, როდესაც ირინა თავისუფალია, მისი გრძნობებმა ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. 42 წლის ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უცოლო მამაკაცია.1997 წელს იგი დაქორწინდა დენი გარსიაზე, წყვილს შეეძინა ერთი ქალიშვილი.10 წლის შემდეგ კი ისინი განქორწინდნენ. მსახიობის ახლო მეგობარია, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მთავარი ტერმინატორი და კალიფორნიის ექს-გუბერნატორი არნოლდ შვარცნეიგერი. 640 6-ს მოსწონს
|