x
image
worldsport.ge
დიდი რომანის დასასრული

imageპორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და რუსი მოდელის, ირინა შეიკის რომანი როგორც ჩანს ამჯერად უკვე ნამდვილად დასრულდა, რადგან ირინას მენეჯერმა და მდივანმა, მისტერ რაიან ბრაუნმა სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც წყვილის დაშორების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ირინაცა და კრიშტიანუც თავს იკავებენ დაშორების მიზეზებზე საუბრისაგან, თუმცა ევროპულ ”ყვითელ” პრესაში უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული წყვილის დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ მათ უბრალოდ მოსწყინდათ ერთად ყოფნა და ახალი თავგადასავლების წყურვილმა შეიპყროთ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ თავისი გულისსწორი, 2010 წელს გაიცნო და იმის შემდეგ, სკანდალები და ჭორები მათ გარშემო არ შემწყდარა. იყო შემთხვევები, როდესაც ხან კრიშტინუს და ხან ირინას მედიისთვის უწევდათ მტკიცება, რომ მათ ურთიერთობებს არაფერი ემუქრებოდა. თუმცა, როგორც ყველა ლამაზი ზღაპარი, ეს რომანიც დასრულდა და კრიშტიანუსგან თავაშვებათა მორიგ სერიას უნდა ველოდოთ.



www.worldsport.ge

0
260
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0