კვიპროსული ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი ირწმუნება, რომ თბილისის “დინამოს” ნახევარმცველის გიორგი პაპავას ფამაგუსტას “ნეა სალამინაში” გადასვლა გადაწყვეტილია.
ფამაგუსტას საფეხბურთო კლუბში მის ტრანსფერს წინ არაფური უდგას, მაგრამ კვიპროსში გადაბარგებამდე, პაპავა “ნეა სალამინას” ხელმძღვანელობას საბოლოოდ დაელაპარაკება.
“პაპავა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია და შემთხვევით არაა, რომ “ახალ” კახა კალაძეს ეძახიან. თანამემამულის მსგავსად, მას სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. პაპავა 21 წლისაა და მოედნის ცენტრში თამაშობს. აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაია ამ ფეხბურთელს ენდობოდა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი ათამაშა” – იუწყება კერკიდა.ნეტ-ი პაპავას შესახებ, რომელმაც მიმდინარე სეზონში “დინამოში” 14 მატჩი ჩაატარა, ხოლო ეროვნული გუნდის მაისური 3-ჯერ მოურგია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში “ნეა სალამინას” ქართველი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge