mundodeportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა 17 იანვარს “ბლაუგრანას” ვარჯიში ნორმალურად ჩაატარა, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო სამედიცინო დასკვნა ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შესახებ არ არსებობს. ესპანელს წვივის უკანა კუნთი აწუხებს.
პრიმერადივიზიონის მე-19 ტურის მატჩში “დეპორტივოს” წინააღმდეგ ჩავი ერნანდესის თამაშის შანსი არსებობს. როგორც ირკვევა, სარეაბილიტაციო პერიოდი თითქმის დასრულებულია და კვირას, 18 დეკემბერს ლა კორუნიელთა წინააღმდეგ ესპანელის მოედანზე ხილვა შესაძლებელი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ “ბარსელონას” ფრანგი მცველი ჟერემი მატიე აქილევსის მყესის ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ჩავიმ მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge