x
image
worldsport.ge
ეტოო “სამპდორიაში” წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს

imageLa Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გაირკვა კამერუნელი თავდამსხმელის სამუელ ეტოოს გენუის “სამპდორიასთან” კონტრაქტის დეტალები. აფრიკელი ფეხბურთელი “სამპასთან” ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ანაზღაურების სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ მილანის “ინტერის” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ გენუურ კლუბში დაიწყებს მუშაობას.
“სამპდორიაში” ეტოოს დებიუტი 21 იანვარს ყოფილი გუნდის “ნერაძურის” წინააღმდეგაა დაგეგმილი. “ინტერში” კამერუნელი ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 53 მატჩში 22 გოლი გაიტანა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0