ლევან ღვინჯილიას "ფეისბუქი" გაუტეხეს! რა მოიმოქმედეს "ბოროტმოქმედებმა" ენათმეცნიერის პირად გვერდზე
„კეთილისმსურველებმა“ ჩემ მიერ წამოწყებული აქციის წინააღმდეგ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ გატეხეს ჩემი ფბ და ჯიბრით ჩამიწერეს ჩემი სახელი ლათინური ანბანით. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ მუხანათობას“, - წერს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ყველასთვის ცნობილია, რომ უკვე დიდი ხანია ლევან ღვინჯილია საზოგადოებას დაჯინებით სთხოვს, სოციალურ ქსელში ლათინურის ნაცვლად, ქართული ასოებით წერონ.