x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: ბრენო “სან პაულოს” ფეხბურთელია

imageმიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი ბრენო მშობლიურ კლუბ “სან პაულოს” დაუბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 25 წლის მცველმა სამხრეთამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გააფორმა.
“წარსული დავიწყებულია, შეცდომები დავუშვი და მომავლისთვის კარგი გაკვეთილიც მივიღე. ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და არ მეშინია მშობლიურ გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის ვიბრძოლო.” – განაცხადა ბრენომ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი “სან პაულოს” აკადემიის აღზრდილია. 2008 წლის იანვარში მცველი “რეკორდმაისტერმა” 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 2010 წელს ბრენო “ნიურნბერგში” ნახევარი სეზონით გახლდათ განათხოვრებული.
2012 წელს კი მცველმა ნაქირავები სახლი გადაწვა და გერმანულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. 2013 წელს სასამართლომ ბრაზილიელს პირობითი სასჯელი დაუდგინა და მცველი “ბაიერნის” აკადემიაში მწვრთნელად მუშაობდა. სასჯელის ამოწურვის შემდეგ კი ფეხბურთელი “სან პაულოს” დაუბრუნდა, სადაც კონტრაქტი გააფორმა კიდეც.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0