x
image
ციცი
Mediator image
ფეხმძიმე ქეთა თოფურია თავისი უნაკლო სხეულის დემონსტრირებას ახდენს (+ფოტოები ინსტაგრამიდან)
image
რუსული ესტრადის ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის ყოველ ნაბიჯს განიხილავს რუსული პრესა. ექსტრავაგანტური მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

მისი გათხოვებაც დიდ სენსაციად იქცა... გასულ წელს ყველა ქეთა თოფურიას გრანდიოზულ ქორწილზე საუბრობდა. მისი მეუღლე ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიჰმანია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში. იგი ახლა დაკავებულია საბანკო და საინვესტიციო ბიზნესით.

მას შემდეგ, რაც ქეთა თოფურია გათხოვდა, ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ იგი ორსულად იყო, როგორც კი მასზე თავისუფალ სამოსს შეამჩნევდნენ. ახლა კი მომღერლის თაყვანისმცემლების ვარაუდი გამართლდა, ქეთა ფეხმძიმედაა, იგი 5 თვის ორსულია და წყვილი შვილს 2015 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის ელოდება.

ქეთა თოფურიასთვის ეს იქნება პირველი შვილი, ხოლო მისი მეუღლისთვის კი მეორე.


ლევ გეიჰმანს პირველი ქორწინებიდან ყავს მოზარდი გოგონა, სონია.

"ქეთა ნამდვილად ორსულადაა, მე ამის შესახებ თვენახევრის წინ გავიგე. ყველა ახლობელი, ლევიც და ქეთაც ძალიან ბედნიერები არიან ამ ფაქტით. ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ და მათ პატარას"-ასეთი ინტერვიუ მისცა ოჯახის ახლობელმა ბიზნესმენმა ალიკო არჩუაძემ StarHit-ს.

ახლა ჯგუფ "ა-სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად დუბაიში ისვენებს. მან სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა დუბაიში, პლიაჟზე გადაღებული ფოტო, სადაც იქი თავის უნაკლო სხეულს დემონსტრირებას უკეთებს. თუმცა ფოტო უკნიდან არის გადაღებული და მისი მომრგვალებული მუცელი არ ჩანს.


დუბაიში გადაღებული ფოტოები ქეთა თოფურიას ინსტაგრამიდან:

imageimageimageimageimageimageimageimage

0
3544
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
3544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0