x
image
ციცი
Mediator image
"ევროვიზია 2015"-ზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. ნინა სუბლატი-"მადლობა ქართველო ხალხო, რომ ზედიზედ მეორედ მომანიჭეთ პირველობა! "(+ვიდეო)
image

ნინა სუბლატი რუსთავი 2-ის მუსიკალურ ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის"
მე-2 სეზონის გამარჯვებულია.ლამაზმა გოგონამ თავისი განსხვავებული იმიჯისა და ძლიერი ხმის წყალობით, მალე მოიპოვა საზოგადოების სიყვარული და მხარდაჭერა.

ნინა სუბლატი დაიბადა მოსკოვში, შემდეგ კი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. მისი მშობლები გაყრილები არიან, მამას მეორე ოჯახი ჰყავს და თავის გერ და-ძმასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

მომღერალს უყვარს გართობა, წიგნის კითხვა და ფილმების ყურება. ნინა ბავშვობიდან მღერის, მას არ უვლია არცერთ საბავშვო სტუდიაში.


"საქართველოს ვარსკვლავი" პირველი კონკურსი იყო, რომელშიც ნინამ მიიღო მონაწილეობა. გასულ წელს ნინამ ჩააბარა და იგი ახლა კონსერვატორიის, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.

ნინა სუბლატი პროექტის დამთავრების შემდეგ რამოდენიმე ხანში გათხოვდა. მისი მეუღლე გიორგი შამანაურია.

წელს, "ევროვიზია 2015-ის" მე-60 კონკურსზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. შესარჩევ ტურში 5 კონკურსანტს შორის ხალხმა და ჟიურიმ არჩევანი ნინა სუბლატზე შეაჩერა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნინა სუბლატმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

"ოოჰ ჩემო მეგობრებო! ახალი კულტურული სიახლეა საქართველოში: გავიგეთ ადამიანის ვინაობა, რომელიც ევროვიზიაზე წარგვადგენს და ეს ადამიანია ნინა სუბლატი! მადლობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ჩემო კარგებო. სწორს იმიტომ არ ვეძახი, რომ ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. უბრალოდ დიდ სიხარულთან ერთად და პირად სარგებელ და სიამოვნებასთან ერთად, ეს დიდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! პასუხისმგებლობას კი ბევრი ვერ იღებს. მადლობა ქართველო ხალხო, რომ ზედიზედ მეორედ მომანიჭეთ პირველობა! მადლობა, რომ ორ ძალიან დიდ პროექტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ამირჩიეთ! ეს მართლაც რომ უზომო ნდობის გამოცხადებაა არტისტისთვის და ამდენი პატივი ნამდვილად ცოტას აქვს, თუმცა ამ ნდობას დამსახურებაც უნდა და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა! გაიხარეთ თქვენ! ყველანაირ დეტალს სამომავლოდ გაგიმხელთ, ყველანაირად ვეცდები ჩემი იდეები განვახორციელო და პერფორმანსი სხვის იმედზე მიგდებული არ მექნება! მადლობა დიდი!"

image"ევროვიზია 2015"-ზე ნინა სუბლატი შესარულებს სიმღერას Warrior.

გთავაზობთ ამ სიმღერას:

0
161
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0