საზოგადოება ვინ შეიპარა ირაკლი ალასანიას სახლში 2015, 15 იანვარი, 11:27 ირაკლი ალასანიას მეუღლე ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ სახლში მისულს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დაუხვდა.
"შაბათს ნიკო ჯარში იყო ცვლაში, ირაკლი ევროპაში, კატო სამეცადინოდ მეგობართან და მე საკვებად მეგრელებში. დავბრუნდი და სახლის კარი შიგნიდან დამხვდა დაკეტილი. 10 წუთი ვაღებდი და ვერ ვაღებდი, ხან დავკეტე გარედან, ხან ისევ გაღება ვცადე, ხან ზარი ვრეკე, ხან კატოს ვურეკე, შენ ხომ არ დაბრუნდითქო... მერე კიდევ გაღება ვცადე და ათი წუთის მერე მიუხედავად რაჭველობისა, მივხვდი, რომ ვიღაც კუდრაჭაა სახლში. დაბლა ჩავედი, არ გამოვარდეს შეშინებული და ჩამცხოს რამე, ისიც ხომ ღელავს რომ დავადექითქო, ვიფიქრე და რეკვა დაბლა ჩასულმა დავიწყე ახლობლებთან და პოლიციაში. მოკლედ, გამეპარა. ახლა დამტკიცება ძნელია. ირაკლი მეუბნება, კამერის დასაყენებლად ან რამისთვის შემოსვლა კი არ მიკვირს, ის მიკვირს, როგორ დაგხვდებოდნენ, მთლად ასეთი არაპროფესიონალიზმიო? ერთი გასაღები მაქვს, მხოლოდ გარედან კეტავს და იღება, თავს ვერ ვპატიობ, რომ არ მომაფიქრდა, არ ჩავკეტე და არ დაგახვედრეთ სახლშითქო, ჩავიხვიე და ვიმეორებ მას მერე. გუშინ კიდევ ერთხელ კატოს ვუყვები, რა ცუდია, რომ არ ველოდი, ტვინმა არ იმუშავა როგორც საჭიროა, როგორ არ ჩავკეტეთქო. კატო მისმენს თავისი წყნარი და კეთილი სახით და მეუბნება, - კარგია რომ არ მოგაფიქრდა, მერე აივნიდან რომ გადამძვრალიყო, გადავარდნილიყო და მომკვდარიყო, ამაზე ხომ უფრო ინერვიულებდი? წარმოვიდგინე ეს ამბავი და... ბრაზისგანაც განმკურნა, სინანულისგანაც, ყველაფრისგან. საოცარი შვილები მყავს, ნიკოც ასეთია, ისეთ მოულოდნელ რამეს გეტყვის, გაოგნებული და ყველაფრისგან თავისუფალი რჩები. ეს ორი მზიანი სული რომ გამოვჩეკე, ამასთან შედარებით ვერაფერი ვერ წამიხდენს ხასიათს. ყველაფერი უბრალოდ თავგადასავალია. ეს ორი ადამიანია სინამდვილე და ადამიანში ღმერთის არსებობის დასტური ჩემთვის." - წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 24 5-ს მოსწონს
|