x
image
worldsport.ge
ზლატანი და თევზი

imageჰობი ისეთი რამაა, ყველა ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს, თუმცა ჩვენ ვიცით და გვინახავს უჰობო და უინტერესო ადამიანებიც. ცნობილ ფეხბურთელებს ხშირად ერთნაირი ჰობი გააჩნიათ და ეს ძირითადად ახალი ავტომობილებისა და ქალების სიყვარულია, რაც მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ბუნებრივია.
შვედ გოლეადორ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჰობი და ერთ-ერთი “მუღამი” თევზაობა ყოფილა და როდესაც ახმახ ზლატანს თავისუფალი დრო აქვს, სათევზაოდ ხშირად დადის. ტრავმის პერიოდებში კი იმდენი თავისუფალი დრო აქვს ხოლმე - ლამისაა მდინარეებისა და ტბების პირას დასახლდეს.
ზლატანი არამხოლოდ თევზის დაჭერის, არამედ ზღვის პროდუქტების კულინარიის დიდი მოყვარულიც ყოფილა. ამასწინათ ერთ-ერთი ფრანგული კულინარიული ჟურნალის რედაქტორს მის მიერ მომზადებული თევზის რაგუ გაასინჯა და მრავლისმნახველი მსუნაგი ფრანგი ჟურნალისტიც კი გაოცებული დატოვა.



www.worldsport.ge

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0