x
image
natia.a
"რუსეთის ხათრით 7 იანვარს არ ვცვლით... ბოდვაში გადადის დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე "გილოცაააავთ!"

image"ხომ სრულიად ბოდვაში გადადის დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე "გილოცაააავთ!", მარტისკენ ძლივს გამოდიხარ მდგომარეობიდან. პრინციპში ჩინურ ახალ წლამდე შეგვიძლია "გილოცავთ" ვიძახოთ", სადაც რუსეთის ხათრით 7 იანვარს არ
ვცვლით, იქაც ჩინეთი, მსოფლიოს მომავალიაო ამბობენ, თადარიგი დავიჭიროთ.
ხომ სრულიად არაპრაგმატულია ამდენი დღესასწაულით სამუშაო რეჟიმის დემორალიზება და კარგად გამოხატავს დროის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას და ჩვენს ზოგად ირაციონალურობას, მაგრამ აბა სხვა მხრიდან შევხედოთ, - ამ ნაცრისფერ ქვეყანაში კარგია, რომ დღესასწაული "გვევალება" გაორმაგებით და ამ დღეებში მაინც (თვეებში პრაქტიკულად) ლანძღვა იკლებს და დალოცვა და კეთილი სურვილები მატულობს.

გილოცავთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, სიცოცხლე, ქალაქი, ქვეყანა, ხე, ფოთოლი, ცხოველი, ჰაერი, წყალი, მიწა...
მოკლედ, ვიყოთ ბედნიერები", - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

2
186
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
186
  
2015, 19 იანვარი, 11:10
რა ნაღდია რა, დავიტანჯე :)
2015, 15 იანვარი, 11:26
შენ გენაცვალე რა...
0 1 2