x
image
worldsport.ge
ნეიმარის და ძმის ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობს

imageკატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის, ნეიმარის დაიკო, რაფაელა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში საკმაოდ პოპულარული სარძლოა და მოდელობის ამბავშიც წარმატებები ჰქონდა, ძალიან გულნატკენია, რომ მას ყველა როგორც ნეიმარის დად იცნობს.
რაფაელა ამბობს, რომ თავიდან ძალიან მოსწონდა ნეიმარის დის სტატუსი და სულაც არ აპროტესტებდა ძმიდან გამომდინარე პოპულარობას, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ მოდელის კარიერას და სერიოზულ მომავალს მხოლოდ ცნობილი ფეხბურთელის დის სახელითა და იმიჯით ვერასოდეს შეიქმნის.
”ჩემი ძმა ძალიან კარგი ადამიანია და თვითონაც ხვდება, რომ მისი ავტორიტეტი ჩემთვის სულაც არაა სასარგებლო და ყოველთვის ცდილობს, რომ ჩემს იმიჯთან მისი სახელი ნაკლებად იყოს დაკავშირებული, მაგრამ ეს ძალზე რთულია. ნეიმარის სახელი იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ მისი ჩრდილიდან ალბათ ვერასოდეს გამოვალ”, - ამბობს გულმოკლული რაფაელა.



www.worldsport.ge

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0