x
image
natia.a
ქართველი წმინდანების კარიკატურები რომ შეესრულებინათ? - რას წერენ ქართველი ცნობილები Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ ტერაქტზე

imageფრანგულ გამომცემლობა Charlie Hebdo-ზე 7 იანვარს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ზღვარს სოციალურ ქსელში პოსტი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიუძღვნა.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"და მაინც, უნდა დავწერო, უნდა ვიკითხო:
სად არის ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის? სად არის ზღვარი პოლიტკორექტულობასა და შეურაცხყოფას შორის?
შეგახსენებთ, რომ რაც ამ Charlie Hebdo-ს ქრისტიანებზე დაუხატავს, მუსულმანთა კარიკატურები საბავშვო სათამაშოა.
მაგალითად, ვეცდები აღვწერო "წმინდა სამების კარიკატურა", რომელსაც ვერ ვაკოპირებ რატომღაც:
მამა ღმერთს, თეთრწვერა მოხუცს (გვერდით ყველა პერსონაჟს აქვს შესაბამისი წარწერები) უკნიდან ჟიმავს ძე ღმერთი, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი ახურავს და ამ დროს უკანალიდან ყოვლისმხედველი სულიწმინდა ეპარება.
ეს ხდება ევროპაში, სადაც ადამიანის გრძნობათა დაცინვა, გაშარჟება, მისი განსხვავებულბის მომეტებული ხაზგასმა, მისი ფიზიკური თუ გონებრივი დეფექტით სარგებლობა და საკუთარი უპირატესობის დაფიქსირება - არაკორექტულად ითვლება.
კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ფანატიკოსების მიმართ, არც თვალს ვხუჭავ რელიგიის არაერთ ბოროტებაზე და საერთოდ, მიმაჩნია, რომ რელიგია ადამიანისთვის არსებობს, და არა - პირიქით. მაგრამ ეს, რაც დაგიხატეთ, ჩემთვისაც აღმაშფოთებელია!
თქვენ როგორ ფიქრობთ?".

ვახო სანაია, ჟურნალისტი:


ღმერთები ადამიანების იმედად...თავის დროზე ქრისტესა და მუჰამედს ეგონათ, რომ მათ უნდა გადაერჩინათ ადამიანები. ახლა კი ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ უნდა იხსნან ქრისტე და მუჰამედი. მგონი პირველებს არაფერი გამოუვიდათ და ესენი მოახერხებენ ვითომ რამეს კალაშნიკოვებითა და ოფისებში მივარდნებით?!



***


სწორხაზოვან აზროვნებაზე საშინელება არაფერია. ფორმულებით, დოგმებით, დაშტამპულად. რაიმეს მხოლოდ ერთ პრიზმაში განხილვა. ასეა და მორჩა. ყველა აზრის გარკვეულ ყალიბსა ან იდეოლოგიურ ჭრილში ჩასმა. მხოლოდ შავი და თეთრი. განსხვავებული აზრის მქონეთათვის იარლიყების მიწებება. აზროვნების შიში. საკუთარი აზრის, თუნდაც ის მცდარი აღმოჩნდეს, თავისუფლად გამოთქმის შიში იარლიყების თავიდან აცილების მიზნით. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა გამოვტყდე - ამ სიტყვების დაწერა "ფეიბუქის" სტატუსების რამდენიმეწლიანი კითხვის გამოცდილებამ გადამაწყვეტინა.

***
1. კიდევ ერთი მაგალითი, რა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა რელიგიის სახელით. ყველა დიდი ბოროტება ხომ სინამდვილეში რელიგიისა და პატრიოტიზმის დროშით ხდება. რაღაცების არასწორ და რადიკალურ გაგებას ან გამოყენებას კატასტროფამდე მივყავართ.

2. ახლა უფრო პროზაული საკითხი: უსაფრთხოების სისტემები მთელ მსოფლიოში მითია. სულ უფრო ვრწმუნდები. ტერორისტებს თითქმის ყველგან გამოუვიდათ, სადაც მოინდომეს".


გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული კომენტატორი:

"მუჰამედის კარიკატურების დახატვა და ამით მუსულმანური რელიგიისთვის შეურაცხყოფის მიყენება არის აბსოლუტურად ამაზრზენი საქციელი და სიტყვის თავისუფლება აქ არაფერ შუაშია. ტერორიზმი საშინელებაა და ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ, როდესაც შენს ქვეყანაში 11 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ამდენ ადამიანს სულში არ უნდა ჩააფურთხო.

***
ვისაც გონია, რომ ჩემი წინა სტატუსით, ირიბად ტერორიზმს და ძალადობას ვამართლებ, მინდა გითხრათ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ცოტა სასაცილოა ამის დაწერა რომ მიწევს. არც მკველობასა და კარიკატურებს ვაყენებ ერთ სიბრტყეზე. უბრალოდ ვამბობ, რომ ადამინების შეურაცხყოფა არ არის ლამაზი. მრწამსის შეურაცხყოფა კი იგივე ადამიანების შეურაცხყოფაა. რა თქმა უნდა საპასუხო ქმედება და ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ტერაქტი არის საშინელება. უბრალოდ, არასწორი საპასუხო რეაქცია პირველად აქტს არ ამართლებს. ეს არის და ეს. ძალიან მარტივ რამეს ვამბობ.

***
ვინც ღმერთის სახელით კლავს, მას სინამდვილეში ღმერთის არ წამს. ესეთი ადამაინები თავიანთი კომპლექსების და აგრესიის გამართლებას ცდილობენ. არა მგონია ქრისტეს რამენაირი მკვლელობა ან ძალადობა გაემართლებინა. გაიხსენეთ სახარებიდან მომენტი, როდესაც პეტრე მოციქული, ერთ-ერთ ადამიანს, იესო ქრისტეს შეურაცხყოფისთვის, ყურს მოაჭრის და ამ დროს როგორ გაკიცხავს მას მაცხოვარი. ძალადობა არაფრის პასუხი არ არის. ღმერთის სახელის ხსენება მხოლოდ თავის გამართლების უსური მომენტია და მეტი არაფერი.


გიორგი თუმანიშვილი, იურისტი:

"დილიდან ვფიქრობდი მიჯნაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური გრძნობების ურთიერთმიმართებაზე. გავიხსენე ევრო სასამართლოს პრაქტიკა და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა. ასევე მოქმედი რეგულაციები ხელოვნების ნაწარმოებების ცენზურის კუთხით. ასევე საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა ამ ქეისებზე. ვპოსტავ ერთ ერთ კარიკატურას, რომელიც ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნდა... შედეგები ყველამ ვიცით. ერთი წამით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქართულ სინამდვილეში ქართული რეალობიდან გამომდინარე, ქართველი წმინდანის ან მოქმედი სასულიერო პირის კარიკატურა ამ სტილში და შედეგები რაც ამას მოყვებოდა...

ეს ისე, მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გვინდა, როგორ და რა ფასად ...
(პირადად ჩემი აზრი ამ ყველაფერზე იცით, ვინც კარგად მიცნობთ... ხოლო ვინც არ მიცნობთ არც არის აუცილებელი, რომ რაიმე აზრი გაიჩინოთ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ)...".



4
1682
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1682
  
2015, 14 იანვარი, 17:53
"მუჰამედის კარიკატურების დახატვა და ამით მუსულმანური რელიგიისთვის შეურაცხყოფის მიყენება არის აბსოლუტურად ამაზრზენი საქციელი და სიტყვის თავისუფლება აქ არაფერ შუაშია. ტერორიზმი საშინელებაა და ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ, როდესაც შენს ქვეყანაში 11 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ამდენ ადამიანს სულში არ უნდა ჩააფურთხო." ამაზე უკეთესად ვერ დავწერდი, არც მე ვამართლებ არანაირ ძალადობას, მაგრამ ამ ვითომდა "სიტყვის თავისუფლების" გამო მგონი რომ არ ღირდა ამდენი ადამიანის გაწირვა სასიკვდილოდ!!!
2015, 11 იანვარი, 10:52
თან იციან რომ საკუთარი ღმერთის გულისთვის ის ადამიანები ყველაფერზე არიან წამსველები მაგრამ არა მაიცნ არ ანებებენ თავს ჰოდა მიიღესკიდეც... რაგინდა ცეცხლს რატო ეთამაშები შე ოჯახაყვავებულ სახატავი და გასართობი თემა გამოილია ამ ქვეყნად?
2015, 10 იანვარი, 13:47
საინტერესოა...ნამდვილად დასასჯელია მსგავსი ძალადობა,თუმცაღა ამ მიზეზის გამომწვევნიც არანაკლებ დამნაშავენი არიან არ შეიძლება ყველაფერზე იხუმრო და თან ამას თავისუფლება დაარქვა,ვითუმეტეს ჟიურნალისტმა,საუკუუნების მანძილზე რამდენი ომი ყოფილა სარწმუნოების გამო,ჩემის აზრით რელიგიურ თემებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
2015, 10 იანვარი, 0:15
მოიცა ეხლა, ცისფერების კარიკატურები შეურაწყოფაა და უფლებების შელახვა და წმინდანების კარიკატურები სიტყვის თავისუფლება? ვაი ამათ პატრონს რა.
0 1 4