x
image
natia.a
ვისი გმირული სიკვდილი გაახსენა მიხეილ სააკაშვილს მამა ილიას გარდაცვალებამ

imageადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გმირულად დაღუპულ მამა ილია კარტოზიას გარდაცვალებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
"მამა ილიას დაღუპვის ამბავს მთელი ევროპის ტელევიზიები გადმოსცემენ. მან ბორან "ნორმან ატლანტიკის" კატასტროფის დროს, რომელიც საბერძნეთის სანაპიროსთან მოხდა, გემბანი არ მიატოვა და ბევრ მგზავრს დაეხმარა. მამა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად, ისევ გემბანზე დარჩა. მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ზურგჩანთაში კი, რომელსაც სულ თან ატარებდა, ხატები აღმოჩნდა. როგორც ბორანის სხვა

მგზავრები იხსენებენ, კატასტროფის დროს მამაო მათ ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაერჩინა.

ისტორია მეორდება, ქართველებს კვლავაც გვყავს თანამედროვე გმირები… ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომიყვეს ამბავი პროფესორ იოსებ ჟორდანიაზე, რომელმაც პატარა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, თვითმფრინავის კატასტროფის დროს, მან საკუთარი სამაშველო რგოლი უბილეთო მგზავრს გადასცა, ცურვაც კი არ იცოდა, მაგრამ თავისი სიცოცხლე პატარა გოგონას უყოყმანოდ დაუთმო. როდესაც მამა ილიას დაღუპვის ამბავი შევიტყვე, მაშინვე პროფესორ ჟორდანიას ისტორია გამახსენდა.

ნამდვილი საქართველო სწორედ მამა ილიას, პროფესორ ჟორდანიას, გიორგი ანწუხელიძის, გრიგოლ ფერაძე, ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და მსგავსი ადამიანების სამშობლოა. აი ასეთი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში". - წერს მიხეილ სააკაშვილი.

2
309
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
309
  
2015, 6 იანვარი, 21:30
არ ვიცოდი, დიდი უმადურობაა, მაგრამ არა უშავს
2015, 6 იანვარი, 0:05
სამწუხაროა..მაგრამ ფაქტია..იმ გოგონას ორიოდე წლის წინ კითხეს მის გადამრჩენის შესახებ....მან არა თუ სახელი და გვარი...არამედ სერთოდ არაფერი იცოდა ამ ისტორიის შესახებ...იოსებ ჟორდანიაზეა საუბარ
0 1 2