x
image
natia.a
ირაკლი კაკაბაძე დის სიტყვების გამო ბოდიშს იხდის
imageპუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე პატრიარქს იუბილეს ულოცავს და ამ თემაზე საკუთარი დის, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის პოსტს ეხმაურება.
"ადამიანების რელიგიური და ეროვნული გრძნობების მასხრად აგდება, დაცინვა წარმოადგენს კულტურულ ძალადობას, რაც ყოველთვის ქმნის პირდაპირი ძალადობის საშიშროებას. ჩვენი ეგრეთწოდებული ლიბერალური ინწილიგენციის ვითომ პროგრესული ნაწილის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ამ ძალადობაზე გადავიდნენ, როდესაც ყოველ დღე და ყოველ ნაბიჯზე საკუთარი დაცინვით შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ ნებისმიერ სხვას. დღეს, ილია მეორის 82-ე წლისთავზე ნებისმიერი ასეთი ვითომ სახუმარო საჯარო განცხადების გაკეთება არის ძალადობა იმ ხალხზე, რომელსაც სეკულარული ისტაბლიშმენტი არანაირ იმედს არ უტოვებს ცხოვრებაში. თუკი ამ ადამიანებს უნდათ, რომ ქვეყანაში მეტი განათლება იყოს, მაშინ გეგმაზომიერად მხარი დაუჭირონ განათლების რეფორმას, სადაც ადამიანებს სხვისი და საკუთარი რწმენის პატივისცემას ასწავლიან. რელიგიური ლიდერების სახალხო შეურაცხყოფა დიდ ტკივილს აყენებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ამიტომაც არის კულტურული ძალადობის აქტი, რომელიც ნებისმიერი ეთიკის კოდექსით მიუღებელია ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანისათვის. ეს არის ბოლშევიკების მიერ ტაძრების დანგრევის და წარწყმედის ტოლფასი. ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველას კარგად გვახსოვს. თუკი საზოგადოებაში გარკვეული პრობლემებია რლიგიურ დენომინაციებთან დაკავშირებით, ამის გადაწყვეტის საუკეთესო გზა არის დიალოგი და საუბარი - საუბარი ადამიანებთან თანასწორ საფუძველზე და არა ამპარტავნული პოზის დაჭერა აქაოდა "მე განათლებული ვარ და შენ ბნელი და სალაპარაკო არაფერი გვაქვსო". ეს კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. ვინ შეიძლება იყოს განათლებული, როდესაც თვითონ სოკრატე, ბერძნული ფილოსოფიის მამა ამბობდა: მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო. განათლებით ბრექიაობაზე და ამპარტავნებაზე ბნელი საქციელი არ არსებობს. მითუმეტეს როცა მთელი ერის სათაყვანო სიყვარულის სიმბოლოს შეურაცხყოფას აყენებ სრულიად უპასუხისმგებლო და ძალადობრივი ენით. ბევრს ჰგონია რომ ძალადობა მხოლოდ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფაა - ეს ასე არ არის. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არანაკლები სიტყვიერი ძალადობაა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია ადამიანი მოკლას. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ეგრეთწოდებული "განათლებული საზოგადოება" ასეთ უმეცრებას იჩენს და პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ჩადის. ნამდვილი ქრისტიანები ამას მაინც სიყვარულით უპასუხებენ და მათ ეს არაფერს დააკლებთ. უბრალოდ ვწუხვარ, რომ ასეთ ძალადობრივ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მე მინდა ბოდიში მოვიხადო ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც ასეთ ძალადობას სჩადის - რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ. იმედია ადრე თუ გვიან გაიგებენ", - წერს ირაკლი კაკაბაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 82 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ფეისბუქზე შემდეგი პოსტით გამოეხმაურა:



“სამებაში პატრიარქის birthday party–ა მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა“.



0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0