ფეხბურთი
“კოლხეთი” იანვარში სამ ამხანაგურს ჩაატარებს
2014, 29 დეკემბერი, 14:21
ფოთის “კოლხეთმა”, რომელსაც ზაზა ინაშვილი წვრთნის, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩები დაგეგმა.
ახალი წლის შემდეგ, ფოთელები 5 იანვარს შეიკრიბებიან და ვარჯიშს ფოთში განაახლებენ. 18 იანვარს “კოლხეთი” ზუგდიდში ადგილობრივ “ლაზიკას” შეხვდება, რომელიც პირველ ლიგაში გამოდის.
24 ან 25 იანვარს ინაშვილის გაწვრთნილები ურეკში ლანჩხუთის “გურიასთან” ისპარინგებენ, 27 ან 28 იანვარს კი – მარტვილში ადგილობრივ “მერანთან”.
იანვრის მიწურულს ან თებერვლის დასაწყისში “კოლხეთი” შეკრებაზე სავარაუდოდ თურქეთში გაემგზავრება.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge