არც მეტი და არც ნაკლები ქალს ორი ქმარი ჰყავს და დაუჯერებელია, მაგრამ ორივე კატაა.
2014, 29 დეკემბერი, 13:34
არც მეტი და არც ნაკლები ქალს ორი ქმარი ჰყავს და დაუჯერებელია, მაგრამ ორივე კატაა. მას შემდეგ რაც მეგობარ მამაკაცთან უთანხმოება მოუვიდა და დაშორდა, 7 წლის განმავლობაში მეგობარ მამაკაცთან თანაცხოვრებისა და შემდგომში დაშორების მერე, 48 წლის ინგლისელმა ქალმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მამაკაცის გარეშე გაეტარებინა და ეცხოვრა მარტო, თუმცა მთლად მარტო ცხოვრებაც მოსაბეზრებელი რომ აღმოჩნდა ცხოველთა თავშესაფრიდან სახლში მოიყვანა ორი კატა. მართლაც ამ ორმა კატამ მას ახალი სტიმული მისცა ცხოვრებისათვის და მიხვდა, რომ ეს კატები მისთვის კატაზე მეტი იყო და არც მეტი არც ნაკლები ეს ქალი ცოლად გაჰყვა ამ კატებს.
ბუნებრივია ინგლისის კანონმდებლობის გამო ქორწინებას ოფიციალურად არცერთი შესაბამისი უწყება არ დაადასტურებდა, ამიტომაც ამ ქალმა მოძებნა ინტერნეტის საშუალებით საიტი რომელიც ასეთი ქორწინებისას შესაბამის სერტიფიკატს გასცემდა და მიიღო კიდეც კატებთან დაქორწინების სერთიფიკატი.
ამ ინგლისელი ქალბატონის ნათესაობა გაგებით არ მოკიდებია ამ აქტს და ფიქრობენ, რომ ეს ქალი „ჭკუიდან გადავიდა“.
გთავაზობთ ამ უცნაური ქალის სურათებს მის „ქმრებთან“ ერთად.
აი ამაში გეთანხმებით. ზოგიერთი უმაქნისი ხელს არ გაანძრევს მთელი დღე და ცოლს და შვილს თურქეთში და საბერძნეთში აგზავნის სატანჯად (სხვა სიტყვებს ვერ ვუძებნი იქაურ პირობებს).