ფეხბურთი
სერია A გუნდების რაოდენობა შესაძლოა 18-მდე შემცირდეს
2014, 27 დეკემბერი, 20:39
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას დამდეგი წლის მთავარ გეგმები გაახმაურა. კარლო ტავეკიოს თქმით, 2015 წელს მათი მთავარი მიზანი სერია A-ში გუნდების რაოდენობის 18-მდე შემცირება იქნება.
“სერია A-ს 18, ხოლო სერია B-ს 20 გუნდამდე შემცირება ეს ჩვენი მთავარი მიზანი იქნება 2015 წელს, რა თქმა უნდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურთან ერთად. 30 ივნისს შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩემპიონატი შემცირებული გუნდების რაოდენობით 2016-2017 წლების სეზონიდან ჩატარდება” – განაცხადა ტავეკიომ.
სერია A-ში ამჟამად 20 გუნდი ასპარეზობს, ხოლო სერია B-ში 22.
კარლო ტავეკიო იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 2014 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge