ფეხბურთი
“რომა” 17 წლის არგენტინელს დაიმატებს
2014, 27 დეკემბერი, 19:05
იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიურმა “რომამ” “ნიუელს ოლდ ბოიზთან” 17 წლის ეზეკიელ პონსესთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია და არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
“მგლები” ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდიან. აქვე მოსალოდნელია, რომ ტრანზაქციის შემდეგ, პონსეს გენუის “სამპდორიაში” გაანათხოვრებენ.
17 წლის თავდამსხმელით ლონდონის “ტოტენჰემიც” გახლდათ დაინტერესებული, თუმცა იტალიელებმა ინგლისელებს აჯობეს. პონსეს “ოლდ ბოიზის” მაისურით 17 მატჩი ჩაუტარებია და 4 გოლიც გაიტანა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge