x
image
მანჩო 777
2014 წელს მომხდარი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კატასტროფები
მალაიზიური "ბოინგის" აფეთქებამ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც სამასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, შეძრა მთელი მსოფლიო და ისედაც დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.

მოდით, მწუხარებით გავიხსენოთ ეს და კიდევ სხვა მსხვილმასშტაბიანი კატასტროფები, რომლებიც 2014 წელს მოხდა და რომელთაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.



ინდოეთის ოკეანე, 2014 წლის 8 მარტი



image

2014 წლის 8 მარტს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურსა და ჩინეთის დედაქალაქ პეკინს შორის დაიკარგა სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 777-200, რომელიც კომპანია Malaysia Airlines-ს ეკუთვნოდა. ბორტზე 227 მგზავრი იმყოფებოდა მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ავიალაინერში მყოფმა უცნობმა პირებმა გათიშეს დედამიწასთან კავშირის სისტემა, რის შედეგადაც თვითმფრინავმა დაკარგა ორიენტაცია და კიდევ შვიდი საათი დახეტიალობდა ჰაერში. ეს დასკვნა გამოიტანეს იქედან, რომ ძრავების მუშაობის ხმა თანამგზავრებმა დააფიქსირეს. თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა, მაგრამ სახელდობრ სად, ეს ჯერ კიდევ არაა ცნობილი. ჩატარებულმა უამრავმა სამძებრო სამუშაომ შედეგი არ გამოიღო. 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.



2014 წლის 16 აპრილი, სამხრეთ კორეა


image


2104 წლის 16 აპრილს კატასტროფა განიცადა სამხრეთკორეულმა ბორანმა "სევოლი", რომელიც გამოვიდა პორტ ინჩხოლიდან და მიემართებოდა საკურორტო კუნძულებისაკენ. ერთ-ერთ კუნძულთან მოხვევის დროს შპიკერმა შეცდომა დაუშვა და ბორანი რიფს გამოედო. "სევოლი" ტყვიასავით წავიდა ზღვის ფსკერისაკენ. სულ მის ბორტზე 476 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმეტესობა მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. ეკიპაჟმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როცა მათ ურჩია მშვიდად მსხდარიყვნენ კაიუტებში და მაშველებს დალოდებოდნენ. როცა განგაშის სიგნალი ატყდა, ბავშვებმა უკვე ვეღარ მოასწრეს კაიუტებიდან გამოსვლა და ....მათი სიცოცხლე ბორანის ეკიპაჟის გულგრილობას ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ტრაგედიამ 295 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრა ბავშვის გვამი ვერ იპოვეს, ისინი დღემდე დაკარგულად ითვლებიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ბორანის ეკიპაჟს დაეკისრა. ბორანის კაპიტანს 36 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს 5-დან 30 წლამდე.




2014 წლის 2 მაისი, ავღანეთი


image

2014 წლის 2 მაისს ავღანეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ბადაშხანში მასობრივი კოკისპირული წვიმების შედეგად ჩამოწვა საშინელი მეწყერი. ტრაგედია მოხდა მუსულმანების ლოცვის დროს, როცა ოჯახის წევრები სახლებში იმყოფებოდნენ. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მიწის ქვეშ მოექცა 300-მდე სახლი, სადაც 700-მდე ოჯახი ცხოვრობდა. 4000 ადამიანი ევაკუირებული იქნა რეგიონიდან. მაშველებმა მეწყერის ქვეშ მოყოლილი მხოლოდ 100 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დაღუპულთა რიცხვმა, არაოფიციალური მონაცემებით, 2100 კაცს მიაღწია.



2014 წლის 13 მაისი, თურქეთი


image


2014 წლის 13 მაისს თურქეთის ქალაქ სომასთან ახლომდებარე მაღაროში მოხდა საშინელი აფეთქება. მიწისქვეშ მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია ხანძარი. ელექტრობლოკის დაზიანების გამო ლიფტი წყობილებიდან გამოვიდა და ასობით ადამიანი მიწისქვეშეთის ტყვეობაში მოექცა. გვირაბები სწრაფად აივსო კვამლით. აფეთქების მომენტში შახტაში 800- მდე მეშახტე იმყოფებოდა. ტრაგედიამ 310 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ საშინელი შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში არეულობა და საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. პოლიციამ დააკავა 25 სპეციალისტი, რომელთაც ბრალი ედებოდათ შახტაში მოწყობილ წინასწარგანზრახულ აფეთქებაში.



2014 წლის 15 ივლისი, რუსეთი


image


2014 წლის 15 ივლისს მოსკოვის მეტროში მატარებელი რელსებს ასცდა და გვირაბის კედელს შეეჯახა. პირველი ვაგონი შეჯახების შედეგად მთლიანად გაბრტყელდა და გზა გადაუკეტა მეორე ვაგონში მყოფ მგზავრებს, რომლებიც ჩიხში აღმოჩდნენ მომწყდეულნი. მათ თავად მოუწიათ ფანჯრების ჩამსხვრევა და ბნელი გვირაბიდან თავის დაღწევა.

სულ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, 190-ზე მეტმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ავარიის მიზეზი გადასასვლელი მექანიზმის გაუმართაობა იყო.



2014 წლის 17 ივლისი, უკრაინა


image


2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში, დონეცკის ოლქში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა Boeng 777, რომელიც Malaysia Airlines-ის ეკუთვნოდა. ლაინერი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა. მათი დიდი ნაწილი ავსტრალიელი სტუდენტები იყვნენ, რომლებიც არდადეგებზე სამშობლოში მიფრინავდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაინერი გაუმართაობის გამო არ ჩამოვარდნილა-ის ააფეთქეს.

შემაჯამებელ მოხსენებას თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე ევროკომისია 2015 წელს წარადგენს.



2014 წლის 24 ივლისი, ნიგერია


image


2014 წლის 24 ივლისს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ალჟირის კომპანია Air Algerie-ს ეკუთვნოდა, ჩამოვარდა ნიგერიის დედაქალაქთან ახლოს - ლაინერი ქალაქ ნიაემის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. როცა ის მალის თავზე მიფრინავდა, კაპიტანმა დისპეჩერებს სთხოვა კურსი შეეცვალათ ცუდი ხილვადობის გამო, რომ თავიდან აეცილებინა სხვა თვითმფრინავთან შეჯახება, რომელიც მალიდან ალჟირში ასრულებდა რეისს. მას შემდეგ, რაც ლაინერმა კურსი შეიცვალა, მასთან კავშირი გაწყდა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ მან კატასტროფა განიცადა. მგზავრებს შორის 20 ფრანგი, 25 ნიგერიელი, 8 ლიბანელი, 6 ალჟირელი და 4 გერმანელი იმყოფებოდა. სულ ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო....ისინი ყველანი დაიღუპნენ.



2014 წლის 15 ოქტომბერი, ნეპალი


image


2014 წლის 15 ოქტომბერს ჰიმალაის მთებში ზვავის ქვეშ მოჰყვა ცნობილი ტურისტული მარშრუტი "ანაპურნის რგოლი". მანანგის რაიონი თოვლის ქვეშ აღმოჩნდა. ზვავის ქვეშ ცოცხლად დამარხული იქნა 168 ტურისტი. მათგან 77-ის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 46 ადამიანი დაიღუპა. დანარჩენები დღემდე უგზო -უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან, მათი გვამების პოვნა მაშველებმა ვერ შეძლეს.


P.S. ჩემს ერთგულ მკითხველს ბოდიშს ვუხდი, რომ ახალი წლის წინა დღეებში ასეთ სამწუხარო თემაზე მომიხდა წერა, მაგრამ ამ პოსტით მინდა პატივი ვცე გასულ წელს დაღუპული ყველა ადამიანის ხსოვნას....ისინი ხომ ვიღაცის შვილები, ძმები, დები, მეუღლეები, დედები, მამები იყვნენ. მათაც უყვარდათ სიცოცხლე, ოცნებოდნენ ხვალინდელ დღეზე, სურდათ თავიანთი კვალი დაეტოვებინათ დედამიწაზე, მაგრამ არ დასცალდათ, ბევრი მათგანი სრულიად ახალგაზრდა გამოესალმა სიცოცხლეს... სამარადისო იყოს მათი ხსოვნა!

თქვენ კი, ჩემო ძვირფასებო, მინდა მოგიწოდოთ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ ვატკენთ გულს უმიზეზოდ, გავიხაროთ და დავტკბეთ დღევანდელი დღითა და სიცოცხლით...ის ხომ ასეთი ხანმოკლეა!!!


4
314
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
314
  
2015, 1 იანვარი, 20:18
ეჰ, ცხოვრება სასტიკია, ნინ:(
2015, 1 იანვარი, 20:01
აუუ მანჩოოო:–(
2014, 27 დეკემბერი, 17:56
:(
2014, 27 დეკემბერი, 17:55
:(:(
0 1 4