x
image
natia.a
როგორ გავხადოთ ჯანმრთელი საახალწლო სუფრა: მავნე ტკბილეულის 10 სასარგებლო ალტერნატივა
ახალი წელი ეს არა მხოლოდ ნაძვის ხე, ფეიერვერკები და დასვენების დღეებია, არამედ უამრავი ტკბილეულის მიღების დროც. ეს კი დიდი დარტყმაა როგორც ნებისყოფაზე, ასევე - ფიგურასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებითაც შეგიძლიათ საახალწლო მენიუში ჩაანაცვლოთ მავნე ტკბილეული. ეს პროდუქტები გარდა იმისა, რომ შედარებით დაბალკალორიულია
და ზიანს არ მოგაყენებთ, დადებითი თვისებებითაც გამოირჩევა.


1. შავი შოკოლადი
image


რძიანი შოკოლადისა და შოკოლადის კანფეტების ნაცვლად მიირთვით მწარე შავი შოკოლადი: მასში ნაკლები შაქარი და კალორიაა. სამაგიეროდ უხვადაა სასარგებლო ნივთიერებები: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდები (ზრუნავენ კაპილარებზე და
აქვთ საძილე ეფექტი) მ კალციუმი, ცილა, რკინა, მაგნიუმი და ვიტამინები.


2. ზეფირი

image


გაცილებით ნაკლებად კალორიულია, ვიდრე სხვა ტკბილეული. შეიცავს რკინას, ფოსფორსა და ცილებს.


3. მარმელადი


image


სასარგებლოა იმიტომ, რომ შეიცავს ნატურალური კომპონენტს - პეკტინს, რომელიც აძლევს ჟელესებრ ფორმას. პეკტინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გამოდევნის ტოქსინებს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ამას გარდა, მარმელადში შედარებით ნაკლები კალორიაა.


4. პასტილა



image


ეს არის ხილის პიურეს, თაფლისა და კვერცხის ცილისგან დამზადებული პროდუქტი. იგი ისევე, როგორც მარმელადი, ისიც შედარებით ნაკლებკალორიულია, ამცირებს რადიაციის უარყოფით გავლენას და გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილებს.


5. თაფლი


image


შეიცავს იმდენივე კალორიას, რამდენსაც საქარი, მაგრამ გაცილებით ტკბილია, ამიტომ ნაკლებია საჭირო. მაგალითად, თუ ერთ ჭიქა ჩაიში 2 კოვზ შაქარს ყრით, თაფლი მხოლოდ 1კოვზი დაგჭირდებათ. ამას გარდა, თაფლი შეიცავს ორგანიზმისთვის
აუცილებელ მინერალებს, ვიტამინებსა და ამინომჟავებს. 100 გრამ თაფლში შედის მაგნიუმის, მარგანეცისა და რკინის დღეღამური დოზა. თუმცა აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ნატურალურ თაფლს.


6. ჰალვა


image


იგი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ ახდენს ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ გავლენას. А, Е და В ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ჰალვის შემადგენლობაში შედის, დადებიტ გავლენას ახდენს კანზე და აძლიერებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.



7. ცუკატები

image


ნატურალური პროდუქტი, რომელთა შემადგენლობაში შედის ბევრი სასარგებლო ვიტამინი და ანტიოქსიდანტი: ბეტაკაროტინი, კოტოფერილი და ასკორბინის მჟავა. ცუკატები აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრირებას, ხსნის დაღლილობას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ამასთან, ეს პროდუქტი დაბალკალორიულიცაა.


8. მურაბა


image


ნატურალური ხილისგან დამზადებული მურაბა, ცხადია, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. თუმცა გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ამ ყველაფერის შესანარჩუნებლად, მურაბა არ უნდა იყოს დიდხანს ნახარში, არამედ ე.წ. „ხუთწუთიანი ხარშვის“ მეთოდით გაკეთებული ან ცოცხლად დაშაქრული.



9. ლერწმის შაქარი


image

ჯერ კიდევ 20 წლის წინ მივიდნენ დიეტოლოგები იმ დასკვნამდე, რომ ყავისფერი ლერწმის შაქარი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე კლასიკური, რაფინირებული თეთრი. იგი შეიცავს მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტებს, როგორიცაა კალციუმი,
მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და კალიუმი.



10. ხილი


image


გარდა იმისა, რომ დაბალკალორიული, ხილში ორგანიზმისთვის საჭირო უამრავი ვიტამინი, მიკროელემენტი, მინერალი და ანტიოქსიდანტია.



ხოლო რაც შეეხება ტრადიციულ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ ჩურჩხელას და გოზინაყს, მათ ხომ საახალაწლო (და არა მხოლოდ საახალწლო) სუფრაზე არანაირი ალტერნატივა არ სჭირდება!


image



6
1315
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1315
  
2014, 26 დეკემბერი, 23:20
გაიხარე, წარმატებები :*
2014, 26 დეკემბერი, 23:17
როცა მოვიცლი, დავწერ:)
2014, 26 დეკემბერი, 21:33
ყველას, ყველას, ყველას-ის ტკბილეული გადმოამისამართეთ ჩემთან, გენეტიკურად არ მაქვს წონის პრობლემა და გემრიელად მივირთმევდი. :))))
2014, 26 დეკემბერი, 21:31
ამ კომენტარის დაწერას ბარემ სტატია დაგეწერა :D :D ეს ისე ხუმტობით :*
2014, 26 დეკემბერი, 19:01
არაჩვეულებრივი სტატიაა. :)
2014, 26 დეკემბერი, 17:31
ცუკატები მიყვარს ძალიან..რაც შეეხება მარმელადს, მინდა გითხრათ, რომ არც ისე სასარგებლოა ორგანიზმისათვის..ახლავე აგიხსნით, რატომ. როგორც წესი, მარმელადის დასამზადებლად გამოიყენება ჟელატინი. ჟელატინი წესით და რიგით, აგარ-აგარზე უნდა მზადდებოდეს (ეს არის ბუნებრივი პექტინოვანი ნივთიერება), მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ დღეს წარმოებული ჟელატინის 99% საქონლის ხრტილებისა და მყესებისგანაა დამზადებული, რაც საკმაოდ რთულად მოსანელებელი პროდუქტია და კუჭის სიმძიმეს და დისკომფორტს იწვევს, ასე რომ ჩემი რჩევაა, მოერიდეთ მარმელადის და ჟელატინის შემცველი კანფეტების მიღებას.
იმედია ნათია არ გამინაწყენდება კომენტარისთვის, ეს უბრალოდ კვების ტექნოლოგის რჩევაა:)
0 1 6