ფეხბურთი
სანტა კრუზი “კრუს ასულში” გადავიდა
2014, 25 დეკემბერი, 13:13
როგორც El Mundo Deportivo იუწყება, 33 წლის პარაგვაელმა როკე სანტა კრუზმა, მექსიკურ კლუბთან “კრუს ასულთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
კონტრაქტის მიხედვით, პარაგვაელი წელიწადში 1.6 მილიონ ევროს მიიღებს. მექსიკურმა კლუბმა აღნიშნულ ტრანსფერში 500 000 ევრო გადაიხადა.
სანტა კრუსი 1999-2007 წლებში მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 155 მატჩი ჩაატარა და მეტოქე 31-ჯერ დაამწუხრა. ფორვარდი ასევე “ბლექბერნში”, “სიტიში”, “ბეტისში”, “მალაგაში” თამაშობდა. სანტა კრუსი პარაგვაის ეროვნული ნაკრების ღირსებას 1999-წლიდან იცავს - ფორვარდმა 97 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge