საზოგადოება ინდოეთში "მიცვალებული" კრემაციის დროს გაცოცხლდა 2014, 25 დეკემბერი, 11:24 ინდოეთის ქალაქ ბხილვარას მაცხოვრებელი მაშინ მოვიდა გონზე, როდესაც დამკრძალავი სარიტუალო ცეცხლი დაანთეს და მოხუცს კრემაციას უპირებდნენ.
72 წლის დიკაკ სინგხმა მოულოდნელად გონება მაშინ დაკარგა, როდესაც ეზოში ძროხებს კვებავდა.ადგილზე გამოძახებულმა ექიმმა მამაკაცის სიკვდილი დააფიქსირა. სინგხმა იმ დროს გაახილა თვალები, როდესაც ნათესავებმა ის სარიტუალო კრემაციისთვის მოამზადეს და აპირებდნენ ტრადიციული სამგლოვიარო სიმღერის შესრულებას. როგორც მოხუცის შვილიშვილი ბანდა ნელვი აცხადებს, რაღაც მომენტში პაპა შეინძრა, თვალები გაახილა და წამოჯდა. ამის შემდეგ შოკირებულმა ნათესავებმა მოხუცი წამოაყენეს და მიწაზე გავლაში დაეხმარნენ. "იმედი მაქვს შემდგომში მანამდე მოიცდიან და არ დამწვავენ ჩემები სანამ მართლა ნამდვილად არ მოვკვდები, "-განაცხადა მოხუცმა. 135 8-ს მოსწონს
|