x
image
natia.a
ძიძამ 2 წლის ბავშვს საშობაო საჩუქარი მოპარა!
image


19 დეკემბერს პენსილვანიის შტატში 24 წლის შონ ეშელმანმა (Sean Ashelman), მისახედად დატოვებულ 2 წლის ბავშვს მშობლების მიერ ნაძვის ხის ქვეშ გამზადებული საშობაო საჩუქარი მოპარა, იუწყება Associated Press-ი. გაუხსნელი საჩუქარი მაღაზიაში "მიაბრუნა", რისთვისაც ბავშვის დედის ხელმოწერა გააყალბა და სანაცვლოდ 30 დოლარი მიიღო.


პოლიციამ ეშელმანი დააკავა მიკი მაუსის ავეჯის ნაკრების ქურდობისა და ხელმოწერის გაყალბებისთვის.


აღძრულია საქმე, რომლის წინასწარი მოსმენაც 31 დეკემბერს გაიმართება.


image





0
19
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0