ფეხბურთი
“რეალმა” 2014 წელს 65 მილიონი გამოიმუშავა
2014, 22 დეკემბერი, 16:14
მადრიდის “რეალისთვის” 2014 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ესპანური ABC-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” მიმდინარე წელიწადს სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებებით ჯამში 65 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მადრიდის “რეალმა” აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიიღო. 2013/14 წლების სეზონის ფინალში “ბლანკოსმა” თანაქალაქელი “ატლეტიკო” ანგარიშით 4:1(1:1, დ.დ 3:0) დაამარცხა და ამ გამარჯვებით 47 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
3 მილიონი ევრო მადრიდელებმა უეფას ევროპის სუპერ თასის მოპოვებით მიიღეს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებით კი – 5 მილიონი ევრო.
“ბლანკოსმა” ესპანეთში მხოლოდ ერთი ტიტული მოიპოვა. სამეფო თასის ფინალში კარლო ანჩელოტის გუნდმა კატალონიის “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა და 10 მილიონი ევრო დაიმსახურა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge