ვინ იფიქრებდა, რომ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოსიყვარულე წყვილად სახელდებული ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა და მისი აწუკვე ყოფილი მეუღლე, კაროლინ სელიკო ერთმანეთს სკანდალურად დაშორდებოდნენ და უფრო მეტიც – დღეს ერთმანეთზე ისეთ რამეებს ამბობენ - მტრისას...
ცოტა ხნის წინ ჩვენც ვწერდით, რომ კაროლინმა რიკარდო კაკა ღალატში ამხილა და გაყრის ინიციატორიც იგი იყო. თავიდან ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, რომ წყვილი წყნარად და აყალმაყალის გარეშე დაშორდებოდა ერთმანეთს, მაგრამ როდესაც საქმეში ფული ჩაერია, სკანდალებიც აქედან დაიწყო.
კაროლინ სელიკო სასამართლოსგან ქონების სრულად გაყოფას მოითხოვს, რაც მისი ქმრისთვის მიუღებელია, . კაკა აცხადებს, რომ ქონება პირადად მისი შრომითაა შექმნილი და ყოფილ მეუღლეს მხოლოდ ქონების 20%-ს აძლევს. კანონი ამ შემთხვევაში ქალისკენაა და როგორც ჩანს, ბრაზილიელ ფეხბურთელს დათმობაზე მოუწევს წასვლა.
www.worldsport.ge