ფეხბურთი
მარტინესით “რომაც” დაინტერესდა
2014, 22 დეკემბერი, 13:08
იტალიური მედიის ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და “პორტუს” თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი შესაძლოა სეზონის მეორე ნახევარში “რომას” შემადგენლობაში ვიხილოთ.
“მგლები” მზად არიან 28 წლის კოლუმბიელ თავდამსხმელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. მარტინესის სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონ ევროს შეადგენს და იტალიელებს ფეხბურთელის გადასაბირებლად სერიოზული აქტიურობა მოუწევთ.
მიმდინარე სეზონში მარტინესი შესანიშნავად გამოიყურება და 21 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელი ეფექტურად ვერ თამაშობს. ჯექსონმა ეროვნული გუნდის რიგებში სულ 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge