ფეხბურთი
პერუ უმწვრთნელოდ დარჩა
2014, 19 დეკემბერი, 14:14
პერუს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედვინ ოვიედომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაბლო ბეგოეჩეა დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ოვიედომ "როიტერს" დაუდასტურა.
"ბენგოეჩეა ჩვენ გეგმებში არ შედის. უკვე დავიწყეთ ახალი თავკაცის ძიება. ჩვენი მიზანი პერუს ფეხბურთის სისტემის ძირფესვიანად შეცვლაა." - განაცხადა ოვიედომ.
ედვინმა პერუს ფეხბურთის ფედერაცია მანუელ ბურგის 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ჩაიბარა. სწორედ ბურგის დანიშნული გახლავთ პაბლო და ურუგვაელი სპეციალისტის გადაყენების მიზეზიც ეს გახლავთ.
ერთ დროს ესპანეთის პრიმარადივიზიონში მობურთალმა ბენგოეჩეამ პერუს ნაკრები 2014 წლის მარტში ჩაიბარა, თუმცა პოსტის ნაადრევად დატოვება მოუწია.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge