საზოგადოება ფრთხილად! Facebook-ზე ახალი საშიში ვირუსი ვრცელდება! 2014, 18 დეკემბერი, 13:03 Facebook-ში ახალი ვირუსი გავრცელდა. მავნე პროგრამა გზავნილის სახით მისდის სოციალური ქსელის მომხმარებლებს მეგობრებიდან. გზავნილი შეიცავს ავატარს და წარწერას OMG! მისი გახსნისას, მომხმარებელი გადადის გვერდზე, რომელიც YouTube-ის იმიტაციას ახდენს.
აღნიშნულ ყალბ გვერდზე მოხვედრისას მომხმარებელს სთავაზობენ ვიდეოს ნახვას, რომელსაც ვითომდა ათასობით ნახვა აქვს. თუ ამ მოთხოვნას შეასრულებთ, ვირუსი თქვენს ანგარიშში შემოაღწევს და თქვენს ფეისბუქ-მეგობრებსაც გაეგზავნებათ. ასეთი გზით მავნე პროგრამა კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ფეისბუქის ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ აკეთებს. ესეც ფოტო, თუ როგორ გამოიყურება ახალი ვირუსი: 37 7-ს მოსწონს
|