x
image
natia.a
რას ნიშნავს "მაგარი სიმონა კაცი" და ვინ არის ლევან ღვინჯილიას ახალი "ნათლია"
imageენათმეცნიერი და ენის სახელმწიფო პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ღვინჯილია, დიდი ხანია ფეისბუქის ქართველ მომხმარებლების ურჩევს საკუთარი სახელები ქართული ასოებით დაწერონ. თუმცა, მის ამ რჩევას ერთი მომხმარებლისგან საინტერესო კომენტარი მოჰყვა.


აი, რას წერს ამის შესახებ ენათმეცნიერი ფეისბუქის გვერდზე:


"მაგარი სიმონა კაცი"
ერთ ჩვენს თანამემამულეს, რომელმაც ამ საღამოს ჩემ კედელზე კომენტარი დატოვა, ვურჩიე, სახელი და გვარი ქართულად დაეწერა.
აი, მისი პასუხიც:
"sxva warmodgena mqonda tqvenze da magari simona kaci yofilxar.....(ჯერ –"თქვენზე" და მერე –"ყოფილხარ"!!!)


გორის მუნიციპალიტეტში უმუშავია.



ჩემ ბავშვობაში "სიმონს" მიმართვის ფორმად იყენებდნენ ე.წ. ქუჩური ჟარგონის მომხმარებლები, ამიერიდან კი, რომ იცოდეთ, "მაგარი სიმონა კაცი" ნიშნავს იმ ქართველ მოქალაქეს, რომელიც შეეცდება დაიცვას თავისი ქვეყნის "სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი"....


აი, ასე მდიდრდება ჩვენი ენა ნეოლოგიზმებით, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ თუ ვინმე ასე არ ფიქრობთ, აზრის გამოხატვა ნუ მოგერიდებათ.
ბარემ აქვე გაგაცნობთ "მაგარი სიმონა კაცის" – ანუ ჩემს "ნათლიას", ოღონდაც მის სახელსა და გვარს ნუ შემეკითხებით და, თუ ვინმეს სახეზე გეცნობათ, მოკითხვა გადაეცით –"მაგარი სიმონა კაცისაგან"!


ესეც ახალი "ნათლიის" ფოტო, რომელსაც ენათმეცნიერი საკუთარ სტატუსს ურთავს.


image

0
46
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0