x
image
worldsport.ge
ბენატია "მაინცის" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს

imageგერმანული მედიის ინფორმაციით, მაროკოს ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა მეჰდი ბენატიამ "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩში (2:0) საზარდულის ტრავმა მიიღო. 39-ე წუთზე პეპ გვარდიოლამ მის ნაცვლად მოედანზე ჟერომ ბოატენგი გამოიყვანა.
ბენატია 19 დეკემბერს "მაინცის" წინააღმდეგ ბუნდესლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს. მაროკოელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.
"ფრაიბურგთან" შეხვედრაში ესპანელმა სპეციალისტმა ტრავმების გამო რობერტ ლევანდოვსკი და ჩაბი ალონსოც შეცვალა, თუმცა როგორც გაირკვა, პოლონელს და ესპანელს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებათ.
"ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგას 42 ქულით ლიდერობს და მდევარ "ვოლფსბურგს" 12 ქულით უსწრებს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0