ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა მიმდინარე სეზონის მიხედვით სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საინტერესოა, რომ თერთმეტეულში ინგლისის პერმიერლიგიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, მანჩესტერ “სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე მოხვდა.
42 წლის ახალგაზრდა მწვრთნელმა შეტევის ხაზში მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ფიგურები ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელა.
“სამეფო კლუბის” ფეხბურთელთაგან ზინედინ ზიდანმა რამდენიმე მოთამაშე შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში. ზემოთხსენებული რონალდუს გარდა, იკერ კასილასი, პეპე, რამოსი, მარსელო და ლუკა მოდრიჩი აღმოჩნდნენ მწვრთნელის რჩეულნი, ხოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე ბენზემა მოგვევლინა.
რაც შეეხება ესპანური ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდის კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშეებს, ზიდანმა მათგან სამხრეთ ამერიკელები გამოარჩია. მესის მსგავსად რჩეულთა სიაში მოხვდა დანი ალვეში.
დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge