საზოგადოება
"სელფი"! - რა არის ეს? ეგების, მოიღოთ მოწყალება და, ვინმემ ამიხსნათ?!“ - რას წერს ლევან ღვინჯილია
2014, 15 დეკემბერი, 22:31
ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სიტყვა „სელფის“ ახსნას ითხოვს და სურათის გადაღების ახალ მანერაზე საუბრობს.
"სელფი"! - რა არის ეს?
ამ ბოლო დროს, აგერ სულაც ჩვენს თვალწინ, ქართულ ენაში შემოაგელვეს კიდევ ერთი ინგლისური ტერმინი - " სელფი".
ამჯერად არაფერს ვამბობ თვით ტერმინის შესახებ.
ეგ სხვა დროისთვის იყოს.
ჩემი ყურდღება მიიპყრო ამ ("სელფი") მეთოდით გადაღებულმა ფოტოებმა, რომელთაც ლამისაა წალეკონ სოციალური ქსელები.
ამასთან დაკავშირებით ერთი მიამიტური კითხვა გამიჩნდა და, თუ ნამეტანი "გოიმად" და "სოფელოდ" გამოვიყურები მავანთა თვალში, გთხოვთ, დიდსულოვნად მომიტევოთ (რაცა ვარ - ეგა ვარ!) და მაინც უნდა ვიკითხო: რატომაა, ამ ე.წ. "სელფიფოტოებზე" ქალიან-ვაჟიანად ყველა რომ იჯღანება და ტუჩებს პრუწავს?... ეს რა, მოდაა? თუ რამე სიახლეა ჩვენს ფოტოსამყაროში და ჯერ "მდაბიოებმა" კარგად ვერ გავითავისეთ?
ეგების, მოიღოთ მოწყალება და, ვინმემ ამიხსნათ?!