ფეხბურთი
რაკიტიჩი: ფავორიტები ვიყავით და უნდა მოგვეგო
2014, 14 დეკემბერი, 12:02
“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა “ხეტაფესთან” მატჩზე თავისი აზრი გამოთქვა.
“შესაძლოა, დაღლილები ვიყავით ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ფავორიტები ვიყავით და უნდა მოგვეგო. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. ერთი თამაში ჩვენ სათამაშო ფილოსოფიას ვერ შეცვლის. უნდა შევეცვალე? ყველა მოთამაშეს სურს, რაც შეიძლება დიდი ხანი დაჰყოს მინდორზე, მაგრამ ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია.”- განაცხადა რაკიტიჩმა.
ესპანეთის პრიმერადვიზიონის მე-15 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “ხეტაფესთან” 0:0 ითამაშა.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge