ფეხბურთი
“ინტერნასიონალი” და “ფლამენგო” ბარიოსისთვის იბრძოლებენ
2014, 14 დეკემბერი, 11:09
ფრანგული “მონპელიეს” პარაგვაელი ფორვარდი ლუკას ბარიოსი უახლოეს პერიოდში სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდება.
L'Equipe-ს ცნობით, ეს დეკემბრის ბოლომდე მოხდება და 30 წლის ფეხბურთელი კარიერას ერთ-ერთ ბრაზილიურ კლუბში გააგრძელებს. პრეტენდენტებად “ინტერნასიონალი” და “ფლამენგო” სახელდებიან და მათ მოსკოვის “სპარტაკთან” მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, რადგან ბარიოსზე უფლებები სწორედ რუსულ კლუბს ეკუთვნის.
არაოფიცუალური ინფორმაციით, ბარიოსს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ და პოტენციურ მყიდველს მისი ტრანსფერი 2 მილიონი ევრო დაუჯდება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge