x
image
natia.a
რას ასწავლიდა ქალიშვილს კახა ბენდუქიძე და რა არის ანასტასია გონჩაროვას დევიზი
კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია გონჩაროვა “ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მამის შეგონებებს იხსენებს.


"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გასულ თვეში თანადგომას გამოხატავდა ჩემს მიმართ. მამა ძალიან მენატრება, მაგრამ მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ისეთი უზარმაზარი იყო, რომ მისი წასვლის შემდეგაც ისეთი განცდა მაქვს, თოთქოს ჩემს გვერდითაა. ზოგჯერ მგონია, უბრალოდ სამოგზაუროდ წავიდა, კიდევ რომელიმე ქვეყნის გადასარჩენად, უკრაინა იქნება ეს, გვატემალა თუ ჰონდურასი.


ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო “Amor Fati”. მამა გამუდმებით დამცინოდა ამის გამო, მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში ცუდი რამ ხდებოდა ან სირთულეს ვაწყდებოდი, მეუბნებოდა: "ხომ გახსოვს Amor Fati".


“Amor Fati” ლათინურიდან ითარგმნება როგორც "საბედისწერო სიყვარული" - დამოკიდებულება, რომლის დროსაც ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, მათ შორის ტანჯვასა და დანაკარგს, აღიქვამთ როგორც კარგს ან, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროს, - რამდენადაც ეს მოვლენები შენი ცხოვრებისა და არსებობის ნაწილია, და, აქედან გამომდინარე, ყოველთვის შენთან არის, მოგწონს ეს შენ თუ არა.



აზრი არა აქვს დამწუხრებას მისი წასვლის გამო - არავის შეუძლია ამის შეცვლა, ამიტომ ამ დანაკარგზე ფიქრიც დროის კარგვა იქნებოდა, KB-ს კი არ უყვარდა არც ერთი წუთის უაზროდ კარგვა.


ის მასწავლიდა მე, და ყველას თავის გარშემო, გვეცხოვრა ჩვენი მორალური კომპასის მიხედვით, გვქონოდა გაცნობიერებული ჩვენი ქმედებები, ვყოფილიყავით ერთგული და არასოდეს შეგვრცხვენოდა ჩვენი საქციელის. გვეკეთებინა ის, რაც გვიყვარდა და გვეამაყა ამით. გვებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, გვეაზროვნა და არ ვყოფილიყავით იდიოტები, ვყოფილიყავით სტერეოტიპებისგან თავისუფალი და ცვლილებების მიმართ გახსნილი.


ახლა მთავარია არ მივეცე მოწყენილობას, ვიცხოვრო მისი შეგონებების მიხედვით ისე, რომ ზეციდან სიამაყით მიყურებდეს.


გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ორი წითელი სანტა."


image



0
134
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0