x
image
ციცი
Mediator image
მარიამ როინიშვილი ინტერნეტ პორტალებს თხოვნით მიმართავს-"იქნებ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი არ დამიტოვებია!"
image
ყველასთვის საყვარელი მომღერლის თამრიკო ჭოხონელიძის და მსახიობ გია როინიშვილის ქალიშვილი მარიამი, როგორც იცით ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტია. ფინალამდე მარიამი დიდი წარმატებით მიიწევს. მარიამი ერთი შვილის, პატარა ელენეს დედაა, იგი მეუღლესთან, მსახიობ გიორგი მახარაძესთან, დაშორებულია.


მიუხედავად იმისა, რომ მარიამ როინიშვილი საზოგადოებისთვის თავისი სიმღერის წყალობით იყო ცნობილი, მას პროექტში მონაწილეობამ დიდი პოპულარობა მოუტანა...

ფინალამდე სულ ცოტა დრო და კონკურსანტი რჩება...

როგორც მისი დედის, თამრიკო ჭოხონელიძის "ფეისბუქის" პოსტიდან გახდა ცნობილი, მარიამს საშინელი ტკივილები ჰქონდა მარჯვენა ფერდთან, მაგრამ პროექტის დატოვების შიშით ექიმთან არ მიყვებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში აღმოჩნდა, რომ მარიამი გაბზარული ნეკნით ცეკვავდა:


"ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ... შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილი ძლიერია. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ჩემი ასლია, ტკივილს ითმენს..."

"დაბნეული ვარ, ისიც არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ მივეშველო, რომ ტკივილი ცოტა მაინც შევუმსუბუქო... მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაგრამ ალბათ სწორად გამიგებთ, მეგობარი სწორედ ამ დროს გინდა!"

როგორც იცით, პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", ფეხის ტრამვის(მოტეხილობის) გამო, უკვე დატოვა ერთმა კონკურსანტმა, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მარიამ როინიშვილის შემთხვევაშიც ვრცელდებოდა ხმები, რომ იგი პროექტს ვეღარ გააგრძელებდა. ამის გამო მარიამმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მიმართვა:

image

"მივმართავ თხოვნით ინტერნეტ პორტალებს, იქნებ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, არ დამიტოვებია პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" და არც საავადმყოფოში ვწევარ...

ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შეყვანილი... დიდი მადლობა!"



image

"პროექტის დატოვების ინფორმაცია არ ვიცი საიდან გაჟღერდა... ნეკნი მაქვს გატეხილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დავტოვე!"

image


წარმატებები და გამარჯვება ვუსურვოთ მარიამს!

0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0