x
image
worldsport.ge
მოდრიჩი იანვარში დაბრუნდება

imageესპანური მედიის ინფორმაციით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სრულყოფილ ვარჯიშს იანვრის შუა რიცხვებიდან შეუდგება და იანვარშივე თამაშის შანსი ექნება.
ევროშესარჩევში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ მოდრიჩის მოედანზე დაბრუნება მარტის თვეში გახლდათ მოსალოდნელი, თუმცა ხორვატის სარეაბილიტაციო პერიოდი პოზიტიურად მიმდინარეობს და კარლო ანჩელოტიც კმაყოფილია.
მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 17 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ნახევარმცველმა ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ხორვატი ტრავმის გამო მაროკოში გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0