x
image
ვიზა კოხაძე
" დონ ჭორვილსკი" - ასე მოიხსენია ლეიბორისტული პარტიის ერთ - ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ბიძინა ივანიშვილი ( + ვიდეო )
imageსაქართველოს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა არა ერთ პოპულარულ თუ ნაკლებად პოპულარულ პოლიტიკოსს "საღერღელი" აუშალა. რა თქმა უნდა გამონაკლისი არც ლეიბორისტული პარტია და მათი ძირძველი ლიდერი შალვა ნათელაშვილია, თუმცა ამჯერად ბატონი შალვას მოსწრებულ და იუმორისტულ გამონათვამებს მისივე პარტიის ერთ - ერთი აქტიური სახე და ლიდერი ბატონი გიორგი გუგავა უფრო მომზადებული დახვდა და ასე ვთქვათ, განსაკუთრებული კომენტარები გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლებები თავიდან ბოლომდე კლანურ დაპირისპირებასთან არის კავშირში და თითოეული გადაადგილება თუ გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ კავშირშია.image

აი, რაც აცხადებს გიორგი გუგავა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების თანდასწრებით: - " ამ შემთხვევაში " დონ ჭორვილსკიმ" მიიღო ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო და ამით გაუსწორდა კახურ დაჯგუფებას, რომელთაც საკმაოდ დიდი მადა აღმოაჩნდათ და ასე ვთქვათ, ფრთები შეუკვეცა".

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისსაც შეეხო და უარყოფითად შეაფასა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2015 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის ანტისოციალური გადაწყვეტილება და მთავრობა საერთოდ არ ზრუნავს ხალხზე, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ შორის 400 ათასამდე დაბალშემოსავლიან ოჯახს ხელისუფლების გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ნაკლები შემოსავალი დარჩებათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ.








1
242
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
242
  
0 1 1