გამოცემა Turkish Football-ის ინფორმაციით, სტამბოლის “გალათასარაიმ” ლონდონის “არსენალის” ოფისში გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ლუკაშ პოდოლსკის სატრანსფერო ფასის გასაგებად მოთხოვნა გააგზავნა.
სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ლონდონელები პოდოლსკის 7 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ ეს “არსენალის” მიერ თურქებისთვის დასახელებული ოფიციალური თანხა არაა.
გერმანელი “არსენალში” არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა, რაც არაერთხელ დააფიქსირა:
“ვერ გეტყვით, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავალ. მე მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვფიქრობ, რომელიც მიუღებელია”, – იუწყება პოდოლსკის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge